Victoria SPA

კოსმეტიკური მომსახურება

სახის მოვლის პროცედურები

პროფესიონალური კოსმეტიკური ხაზი DR. BELTER, გერმანია

კლასიკური სახის მოვლა – 60 წთ / 110 GEL

სახის გაწმენდა ორქიდეის რძის წყლით; გამამხნევებელი გამწმენდი გელი ციტრუსებით და ლავანდით ანტისეპტიკური ეფექტით; ხელით ღრმა წმენდა; ანტიბიოტიკური პუდრი; დარსონვალი; გამწმენდი კაოლინის ნიღაბი ხილისა და მცენარეული ექსტრაქტებით, რომელიც არეგულირებს ცხიმის გამოყოფას.

კლასიკური ზურგის წმენდა (შავი წერტილების მოცილება) – 60 წთ / 150 GEL

კლასიკური ულტრაბგერითი სახის წმენდა – 60 წთ / 110 GEL

დაიმანდის მიკროდერმაბრაზია – 30 წთ / 100 GEL

მიკროდერმაბრაზია მსუბუქი კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც მექანიკური ექსფოლიაციის მეთოდით აშორებს ეპიდერმისის ზედა მკვდარ უჯრედებს. პროცედურა აჩქარებს კანის განახლებას, ებრძვის პიგმენტურ ლაქებს და ამცირებს ზედაპირულ ნაოჭებს. პროცედურის ბოლოს გამოიყენება აღდგენითი ნიღაბი და დამასრულებელი UV კრემი.

ჰიდრა პილინგ თერაპია (ყველა ტიპის კანისთვის) – 30 წთ / 100 GEL

არაინვაზიური მრავალფუნქციური პროცედურა, რომელიც აერთიანებს ღრმა ჰიდროდერმაბრაზიას, ვაკუუმურ წმენდას, ცხიმისა და შავი წერტილების მოცილებას.
შენიშვნა: ჰიდრა პილინგი შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი სახის პროცედურამდე.

ექსპრეს ანტი-სტრეს თერაპია – 40 წთ / 125 GEL

სახის გაწმენდა, ტონიზირება, მიკრო-კრისტალური პილინგი, კოსმეტიკური ამპულა კანის გასანათებლად, 20-წუთიანი მასაჟი, აღდგენითი ნიღაბი, დამასრულებელი კრემი.

ცხიმიანი და კომბინირებული კანის თერაპია – 60 წთ / 180 GEL

სახის გაწმენდა, ბიო-ენზიმური პილინგი, ანთების საწინააღმდეგო ამპულის გამოყენება, სამედიცინო მასაჟი, გამწმენდი ნიღაბი.

უნივერსალური ღრმა დატენიანების თერაპია – 60 წთ / 180 GEL

კანის გაწმენდა, პილინგი, ულტრა-დატენიანების შრატი, 20-წუთიანი მასაჟი სახისთვის, კისრისა და დეკოლტესთვის, დატენიანების ნიღაბი და კრემი.

SOS თერაპია გაუწყლოებული და გადაღლილი კანისთვის (სუფთა ჟანგბადით) – 60 წთ / 200 GEL

ჟანგბადის პროცედურა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ასუფთავებს კანს და უბრუნებს მას ჯანმრთელ ბზინვარებას. პროცედურა მოიცავს ჟანგბადის შრატის, ჟანგბადით მასაჟის და ღრმა დატენიანების ნიღბის გამოყენებას.

გრძნობიარე კანის თერაპია – 60 წთ / 180 GEL

თერაპია ზრდის კანის გამძლეობას, ამცირებს სიწითლეს და აძლიერებს მის ბუნებრივ დაცვას. პროცედურაში შედის: გაწმენდა, ნაზი პილინგი, ალოეს შრატი, 20-წუთიანი დამამშვიდებელი მასაჟი, ნიღაბი ლეღვის, ჰიბისკუსისა და კამელიის ექსტრაქტით.
შენიშვნა: რეკომენდირებულია მზის დამწვრობის ან სიცივით გაღიზიანებული კანისთვის.

ვიტამინ C და ჟანგბადის თერაპია (პირველი ნაოჭებისთვის) – 60 წთ / 185 GEL

თერაპია ებრძვის მზით დაზიანებას და დაბერების ნიშნებს. პროცედურა იწყება ფორთოხლის ექსტრაქტის სკრაბით, შემდეგ გამოიყენება ვიტამინ C-ის შრატი, ჟანგბადით მასაჟი და ლიფტინგ-ნიღაბი.

თვალის კონტურის თერაპია – 40 წთ / 125 GEL

პროცედურა ებრძვის წვრილ ნაოჭებს, შავ წრეებს და შეშუპებას. მოიცავს მაკიაჟის მოსაშორებელ ნიღაბს, თვალის კონტურის მასაჟს და ლიფტინგ-გელს.

მკვებავი თერაპია მშრალი კანისთვის – 60 წთ / 180 GEL

მოიცავს პილინგს, ვიტამინ A და B-ის ამპულის გამოყენებას, მკვებავი ბაობაბის ბალზამით მასაჟს და არგანის ზეთით ნიღაბს.

ლიფტინგ თერაპია კოლაგენითა და ელასტინით (45+) – 60 წთ / 260 GEL

პროცედურა მიზნად ისახავს კოლაგენისა და ელასტინის აქტიური კომპონენტების შეღწევას კანის ღრმა ფენებში, რაც აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და აქვს ძლიერი ლიფტინგ-ეფექტი.

ბიო-ლიფტინგი გაახალგაზრდავებისთვის (55+) – 60 წთ / 270 GEL

ინტენსიური მკურნალობა, რომელიც ხელს უწყობს კანის კონტურის გაუმჯობესებას და ნაოჭების შემცირებას. პროცედურა მოიცავს კავიარითა და ზღვის მცენარეებით შრატის გამოყენებას და ბიო-ლიფტინგის სესიას სპეციალური აპარატით.

RF ლიფტინგი – 60 წთ / 180 GEL

5 პროცედურის პაკეტი – 700 GEL
მოიცავს 30-წუთიან თერმო-ლიფტინგს კანის კოლაგენის აღსადგენად და ლიფტინგ-მასაჟს.

მეზოთერაპია ყველა ტიპის კანისთვის – 60 წთ / 220 GEL

არაინვაზიური პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს კანის ესთეტიკური ხარვეზების გამოსწორებას სპეციალური აქტიური ინგრედიენტების საშუალებით.

მაგნიტური თერაპია ლიფტინგისთვის – 60 წთ / 270 GEL

მაღალი ენერგიის მაგნიტური ველების გამოყენებით ასტიმულირებს კანის გამკვრივებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას.

თავის კანის მოვლა – 45 წთ / 125 GEL

დარსონვალიზაცია სტიმულირებს თმის ფოლიკულებს, აუმჯობესებს თავის კანის სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს თავის ტკივილების შემცირებას და თმის ცვენის პრევენციას.

5 პროცედურის პაკეტი – 500 GEL

Victoria Spa მდებარეობს RAMADA PLAZA სასტუმროში, ბათუმი, მე-4 სართულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჯავშნისთვის დაგვიკავშირდით: +995 591 440400